ქუთაისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისათვის
ტენდერები გამოცხადდა.
სულხან-საბას გამზირის კერძო დასახლების (ბოშათა უბანი) გზის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 125`962.00 ლარია.
თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხების შემაერთებელი გზის და სანიაღვრე ქსელის მშენებლობისთვის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 214`378.00 ლარი.
ს. მახვილაძის ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 950`307.00 ლარი.
ნინოშვილის ქუჩის მეცხრამეტე ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულება 79`959.00 ლარი.
ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდო ღირებულება 248`734.00 ლარი.
წმინდა საბას ქუჩის გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდო ღირებულება 226`865.00 ლარი.
ბესიკის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულება 310`539.00 ლარი.
ტენდერში გამარჯვებულები კომპანიები მიმდინარე თვის ბოლომდე გამოვლინდებიან.