“ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით ავტობუსები
დაინიშნება”,-ამის შესახებ ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა, ტატო ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ავტობუსები ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნის შემდეგ, სავარაუდოდ, ორ თვეში გამოიყოფა.
“მთავარი მიმართულება, რომელიც ჯერ კიდევ მთავარ პრობლემად რჩება, ეს არის ავტობუსები აეროპორტიდან ქალაქში, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ალბათ ორ თვეში ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება და ამ ტრანსპორტიდან იმდენი, რამდენიც დასჭირდება ტურიზმის დეპარტამენტს, ეყოლება აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით და პირიქით,”-განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრმა გასული წელი შეაჯამა. ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პრობლემად ქალაქში სველი წერტილების არ არსებობას ასახელებს.