ტყიბულის მერიის ინფორმაციით, თოვლის გამო მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე დაბალი
გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშე, შეზღუდულია. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება კი თავისუფალია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე