ბაღდათში წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს”
ბაღდათის მერმა, არჩილ გოგსაძემ განუცხადა. მასშტაბურ პროექტს ქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაიწყებს. წყლის სისტემასთან ერთად რეაბილიტაცია საკანალიზაციო სისტემასაც უნდა ჩაუტარდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანხების მოძიება.
,,მნიშვნელოვანია, პროექტი, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა დაიწყოს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხების გამოყოფაზე. აქ არის სათავე ნაგებობა. მთელი წყლის სისტემა, საკანალიზაციო სისტემა. საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია, მაგრამ მნიშვნელოვანი. საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებაზე საუბარი, სადღაც 60-65 მილიონ ლარზე.”- განაცხადა არჩილ გოგსაძემ.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით (EIB-ს) რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშოები 2013 წელს დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულება მაშინ 670,088.79 ლარი იყო. სამუშაოებს ქართული კომპანია შპს ,,ბელდ ინვესტი” ახორციელებდა.