7 იანვარს ქუთაისში საშობაო

მსვლელობა მოეწყობა. “ალილო” 12:00 სთ-ზე დაიწყება. მასში მონაწილეობას ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ნაი-ნაი” მიიღებს.
მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი “დღის ცენტრებისა” და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
საშობაო მსვლელობა ქუთაისში ყოველ წელს იმართება.
