ქუთაისიდან ვაჟა გაფრინდაშვილს 160 მადლიერების წერილს გაუგზავნიან.
ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა 130, ხოლო წიგნების თაობამ 30 წერილი შეაგროვა. ამით ისინი გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდნენ. წერილები საახალწლოდ გაფრინდაშვილის ოჯახთან გაიგზავნება.
“თავისუფლების სიგნალის” აქცია შეიცვალა და გიორგი კეკელიძის ინიციატივით, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყუთი განთავსდა, სადაც მოქალაქეებს გაფრინდაშვილისათვის მადლიერების წერილებს ჩაგდება შეეძლოთ.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს, ოჯახს დაუბრუნდა.