ქუთაისის მერია ქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების

პროგრამას აქვეყნებს. 31 დეკემბერს საახალწლო პროგრამა საშობაო ბაზრობითა და ფლეშმობით გაიხსნება, საახალწლო კონცერტებით კი დასრულდება.

31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:

12:00 -17:00 სთ – საახალწლო ბაზრობა ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში;

12:00 სთ -ელფების საახალწლო ფლეშმობი;

12:00 -12:30 სთ- კონცერტი ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეთა მონაწილეობით;

მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ორკესტრი (ხელმძღვანელი: გიორგი რევიშვილი);
მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გაერთიანებული გუნდი (ხელმძღვანელები: ეთერ ფილიპაშვილი, ნათია გოგუაძე, იზა ადეიშვილი, სოფიო როინიშვილი, კონცერტმაისტერი ნონა კვარაცხელია);
მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მევიოლინეთა ანსამბლი (ხელმძღვანელი: ზანდა კიკვაძე, კონცერტმაისტერი გიორგი რევიშვილი);
მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის უმცროსკლასელთა გუნდი (ხელმძღვანელი: სოფიო როინიშვილი);
მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი ,,ნაი ნაი”” (ხელმძღვანელი: ქეთევან ბანცაძე);
ზ.ფალიაშვილის სახ. N2 სამუსიკო სკოლის ბავშვთა საესტრადო გუნდი (ხელმძღვანელი: სოფიო როინიშვილი).

12:30-16:00 სთ -კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში: ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი”” გელა გნოლიძე, ბაბი კირკიტაძე, თათა გიორგობიანი, პაჯო.

12:00-17:00 სთ – წარმოდგენები ბავშვებისთვის:
• დრამერების შოუ-მსვლელობა;
• პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა;
• ზღაპრების გმირების მსვლელობა;
• კინოგმირების მსვლელობა;
• ოჩოფეხებზე შემდგარი სანტაკლაუსი;
• ბერიკების თეატრალური წარმოდგენა;
• სანტაკლაუსების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა სკეიტბორდებით და როლიკებით;
• პანტომიმის მსახიობების თეატრალური წარმოდგენა;
• სანტაკლაუსების საახალწლო საჩვენებელი გამოსვლა როლიკებით;
• ჟონგლიორის შოუ;
• ილუზიონისტის შოუ;
• გიგანტური გოზინაყის და ხაჭაპურის დაგემოვნება;
• ცეცხლოვანი შოუ.

22:00 სთ- საახალწლო ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე:,,გიორგი გაბუნიას ღამის შოუ””, ანსამბლი ,,ფორტე””, ტრიო ,,ბალადა””, გიორგი ფრუიძე და ბენდი, ანდრია გველესიანი.

24:00 სთ- ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი – ,,მრავალჟამიერი””, დჯ ზაპა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *