ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
10 სკამი განთავსდება. მათი მეშვეობით მოქალაქეებს wi-fi-ით სარგებლობა და მობილური ტელეფონების დამუხტვა შეეძლებათ. თავად სკამები კი მზის ენერგიაზე დაიმუხტება. პროექტი საპილოტეა და წარმატების შემთხვევაში, ქალაქში სკამების რაოდენობა გაიზრდება. მათ განთავსებას “სოლარიტა ჯგუფი” უზრუნველყოფს.