სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნაბაკევის
ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება.
ბაგა-ბაღის მშენებლობა მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბილდინგ ჰაუს” ასრულებს.
თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.