პატიმრის საქმეს, რომელმაც ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, სახალხო დამცველი 20 ნოემბრიდან ამ დრომდე სწავლობს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მათ პატიმარი მოინახულეს და საქმის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს. უწყებაში პატიმრის მდგომარეობასა და სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
პატიმრის ადვოკატი ილია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა, ის შიმშილობას აგრძელებს. პატიმარს პირი კვლავ ამოკერილი აქვს.
კობა ომანაძის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ომანაძეს ბრალი 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შსს-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე