საოკუპაციო ხაზთან ქართველი ექიმის
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ქუთაისიდან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოძრაობა “გაბედეს” ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ჩავიდნენ. შეკრებილებმა მშვიდობიანი აქციით ქართველი ექიმის პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს.
ადგილზე გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დილით შეიკრიბნენ და დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გაემართნენ.
ფოტო:თემურ ცამციშვილი