საზოგადოება
საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ქუთაისში დროშები აღმართეს
ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროპის საბჭოს დროშები აღმართეს. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ის მისია, რაც საქართველოს დაეკისრა. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას საქართველო კარგად გაართმევს თავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი კურსის სწორად მიმართვაში მონაწილეობს. მადლობა დიპლომატებს, რომელთა სწორი მუშაობაც კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპის დიდ ოჯახთან,"-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

"საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაცაა და დიდი პატივიც. ჩვენს ქვეყანას ევროპული კურსი ღირსეულად უჭირავს. 6 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე იქნება, პრიორიტეტული იქნება ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, გარემოს დაცვა და სხვა. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო ამ ოჯახის ღირსეული წევრია,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ღონისძიება "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით მოეწყო. 14 დეკემბერს კი ისინი თბილისში დაგეგმილ ღონისძიებას შეუერთდებიან.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
22:45 / 24.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
22:45 / 24.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ქუთაისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების
აქცია ქუთაისის
20:31 / 24.01.2020
ქუთაისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების აქცია ქუთაისის
ქუთაისში,
14:12 / 24.01.2020
ქუთაისში, "საფიჩხიის სასაფლაოზე" არსებული 9 მაისის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
14:03 / 24.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ამინდი
თბილისი -4 - 3 °C
img
ქუთაისი -2 - 4 °C
img
ბათუმი 0 - 6 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020