ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობის ნებართვა მერიამ რამდენიმე ადგილას გასცა.
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ტრადიციულად ფალიაშვილის ქუჩაზე, შპს “ფარის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. საახალწლო გარევაჭრობისათვის ადგლების შერჩევა მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩაზე.
მესამე ადგილი, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა იქნება შესაძლებელი, ქუთაისში სახანძროს ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაა.
საახალწლო გარევაჭრობა ქუთაისში ნებადართული 25 დეკემბერიდან 15 იანვრის ჩათვლით იქნება.
ქუთაისის მერია საახალწლო გარევაჭრობის ნებართვას ყოველ წელს გასცემს.