ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით აცხადებს იდეების კონკურს. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. პროექტი ორიენტირებულია ძირითადად ქალების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თუ : ფიზიკური პირის შემთხვევაში მინიმალური ასაკია 18 წელი; აქვთ იდეა, რომლის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების ბიუჯეტია სულ მცირე 3,000.0 (სამი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში 9,825.0 (ცხრა ათას რვაასოცდახუთი); იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იდეის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი აღემატება კონკურსის შედეგად მისთვის განსაზღვრული დაფინანსების მოცულობას, თანახმაა იდეის ავტორმა თავად განახორციელოს თანადაფინანსება; იდეის განხორციელების ადგილი არის ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში; პროექტის ფარგლებში დაფინანსდება მინიმუმ 2 საპროექტო იდეა.