ზესტაფონში უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდება.
11 და 12 დეკემბერს, მოსახლეობისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგს ( 40 – 70 წლის ქალბატონებისთვის) კლინიკა “ჰერას” მამოლოგი ჩაატარებს. ასევე ჩატარდება შემდეგი ტიპის კვლევები: საშვილოსნოს ყელი (25 – 60 წლის ქალბატონებისთვის); სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ( 50 – 70 წლის ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის).
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბოს დაავადების ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის დროულად დაწყებასა და გადარჩენის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას.
პილოტური პროგრამით, კიბოს სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგული კვლევები პერიოდულად ტარდება.