საზოგადოება
პირი, რომელმაც ვანში, მდინარეში კასრში მოთავსებული ცხედარი გადაადგო, დააკავეს
შსს-მ 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი იქნა მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა - იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი - ნ. ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროექტის
16:34 / 12.12.2019
პროექტის "უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!"
ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან
16:20 / 12.12.2019
ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან
ჭიათურის თეატრს 125 წელი შეუსრულდა.
13:09 / 12.12.2019
ჭიათურის თეატრს 125 წელი შეუსრულდა.
ქუთაისში 64 წლის მარტოხელა ქალი სოციალური დახმარების დანიშვნას
12:50 / 12.12.2019
ქუთაისში 64 წლის მარტოხელა ქალი სოციალური დახმარების დანიშვნას
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობის ნებართვა მერიამ რამდენიმე ადგილას
გასცა.
11:52 / 12.12.2019
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობის ნებართვა მერიამ რამდენიმე ადგილას გასცა.
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -1 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 14 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019