სამტრედიაში, საჯავახოში გაუჩინარებული მამაკაცის
სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ძებნა როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე, ისე მდინარეში მიმდინარეობს.
გუშინ, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაიწყეს საძიებო სამუშაოები და იმ ადგილების შემოწმება, სადაც შესაძლებელია ყოფილიყო დაკარგული პიროვნება.
სამუშაოების შედეგად, მდინარე რიონის ნაპირზე მაშველებმა დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები იპოვეს, თუმცა, დაკარგულის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.
სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც ნაპოვნი იქნა დაკარგულის ნივთები, შექმნილია საგანგებო შტაბი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.