ზესტაფონში საპატრულო პოლიციის
თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულოს ავტომანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
შსს-ში ამბობენ, რომ მათი თანამშრომელი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. მას მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო:ინტერნეტ სივრცე