“თქვენთვის შეტყობინებაა” – სამოქალაქო ორგანიზაციები ბავშვთა მიმართ

ძალადობის პრობლემის წინააღმდეგ ერთიანდებიან.  20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ბავშვთა ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია გაიმართება.

კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. მოეწყობა თეტრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელიც თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე გაიმართება თემატური პერფორმანსები და გამოფენები. 

სამოქალაქო ორგანიზაციები და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ბავშვთა კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას. 

კამპანიის ორგანიზატორები არიან: “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის”, სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი(R-CSN),, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” (NCCE),, საზოგადოება “ბილიკი”, ასოციაცია “სოციალური ქოლგა”, პროექტი PITA. კამპანია “თქვენთვის შეტყობინებაა” დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (R-CSN),-ის პროექტისა და  Save the Children-ის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *