წყალტუბოში, სორმონისა და რიონის ტყის
მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება.
ხანძარი წყალტუბოს სოფლებში გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. იწვოდა ეკალ-ბარდები და ჩაის ბუჩქები.
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე იყო ჩართული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.