ხონში, დევნილთა დასახლებაში არსებულ №2
ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ბაღი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოემსახურება. ასევე, ხონის №4 საჯარო სკოლა რემონტდება, სადაც 200-მდე დევნილი მოსწავლე სწავლობს.მიმდინარე სამუშაოებს ხონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გაეცნო.
ხელისუფლების წარმომაგდენლები კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცვნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რუსლან აბაშიძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
ფოტო: ხონის მერია