ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი 45-ე დღეა შიმშილობს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შსს-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატის, ილია ჯანელიძის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“დაკავების დღიდან, 2 ოქტომბრიდან შიმშილობს და შსს-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მოითხოვს. ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა აქვს და სამედიცინო მომსახურებაზე უარს აცხადებს,”-ამბობს ილია ჯანელიძე.

ჯანელიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები 18 ნოემბრიდან დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *