ხონის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.
თვითმმართველობა მოსახლეობას ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს.
“2019 წლის ნოემბერში, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის მინი სასროლეთზე გაიმართება საწვრთნელი სროლები. მოსახლეობას მივმართავთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში გამოიჩინონ სიფრთხილე,”-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ფოტო: ხონის მერია