ზესტაფონში 25 ათას სხვადასხვა ჯიშის ხეს დარგავენ. ამის შესახებ
,,ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა. კომპანიამ ქალაქში დასუფთავების პროექტების პრეზენტაცია მოაწყო.
როგორც კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემოდგომიდან – გაზაფხულამდე 25 ათასი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება. გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში 5 ათასი იფნისა და აკაციის ნერგი კომპანიამ სხვადასხვა საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გადასცა.
,, “გაამწვანე მომავალი” წელს გაზაფხულზე დაიწყო და 2 ათასამდე ნერგიც უკვე დაირგო. მეტალურგის დღეს კი მეორე ეტაპმა აიღო სტარტი, ხოლო ნოემბერსა და მომავალი წლის გაზაფხულზე, მესამე და მეოთხე ეტაპებს ვიხილავთ, შედეგად, ჯამში ზესტაფონის მუნიციპალიტეტს. 25 ათასზე მეტი ხე შეემატება. უთხარით თქვენს მეზობლებს, ახლობლებს, ყველას ვისაც სურს ამ საშვილიშვილო საქმეში ჩაერთოს, მოგვმართონ ჩვენ და რამდენი ხის დარგვასაც ისურვებენ, უსასყიდლოდ იმდენ ნერგს მივაწვდით”.- განაცხადა “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა