არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ქუთაისში ადგილობრივი
მოსახლეობის პრობლემები შეისწავლა. კვლევის მიხედვით, სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებლებს ძირითადად ინფრასტრუქტურული და ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
ადგილობრივები ნიკეას ქუჩის ბოლოს მოქმედი ნაგავსაყრელის მოწესრიგებას ითხოვენ. მოსახლეობას კუპრაძის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება უნდა. დღის წესრიგში დგას თაბუკაშვილის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობა, ნიკეას ქუჩა #15-ში კორპუსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება, ნიკეას ქუჩა #1/6 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება.
მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქალაქის გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა და განრიგის კონტროლია.
პრობლემები ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს წევრების მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომელმაც ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით უკვე მიმართა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე