ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა 17 ოქტომბერს, დაახლოებით
21:00 საათზე დარკვეთის მაღაროში მოხდა. არსებული ინფორმაციით მაღაროელი სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა.
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით,ჭიათურის დარკვეთი მაღაროზე ადგილი ჰქონდა საწარმო უბედურ შემთხვევას.
,,ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.