იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შორაპნის ციხე-სიმაგრეს
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შემუშავებულია ტერიტორიის აღდგენისა და განვითარების კონცეფცია.
პროექტის ფარგლებში გამაგრდება ციხის გალავანი, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება მუზეუმები და აღდგება შუა საუკუნეების გვირაბი.
ასევე, იგეგმება საცხოვრებელი სახლების რესტავრაციაც. მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შორაპანი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო გახდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტირების პროცესი, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოდან დაიწყება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე