ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული გაიმართება.
ღონისძიებები 26 და 27 ოქტომბერს ჩატარდება. დღესასწაულის პროგრამა ასეთია:
26 ოქტომბერი – 11 : 00 სთ – ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის სკვერი, ბიუსტის გახსნა;
26 ოქტომბერი – 13 : 00 სთ – ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი “სულიკო 2019” (სოფელი ცხრაწყარო, ღია თეატრონი);
26 – ოქტომბერი – 17 : 00 ქორეოგრაფ რევაზ ჯანიაშვილის საიუბილეო საღამო (უშ. ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი);
27 ოქტომბერი – 11 : 00 სთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ოფიციალური შეხვედრა (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია);
12 : 00 სთ – საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა – ძიუდოში (მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი);
12 : 00 სთ – კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
12 : 00 სთ – ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
13 : 00 სთ – ღვინის ფესტივალი (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
14:00 სთ – იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
17 სთ – “საპატიო ზესტაფონელების” წარდგენა – დაჯილდოება.
27 ოქტომბერს დღესასწაულის აღნიშვნა 18:00 საათზე, ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონცერტით დასრულდება.
ფოტო: ზესტაფონის მერია