ხარაგაულში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩალხეეთთან იყო(წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეული).
ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოყოლია.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე