ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, აგვისტოს ომის მემორიალი დააზიანეს. ჩამსხვრეულია მინის კონსტრუქცია.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტი ადგილზე შეისაწავლეს სამართალდამცველებთან ერთად. მიმიდნიდარეობს ძიება რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი რა სანქციები გატარდება.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.