სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ირანის მოქალაქის
კუთვნილი ავტომანქანიდან ხელჩანთა მოიპარეს, სადაც 1300 აშშ დოლარი, 3 400 000 ირანულ რეალი, მობილური ტელეფონი და სხვადასხვა დოკუმენტი იდო. მომხდარზე პოლიციამ ორი პირი დააკავა, ნაქურდალი ნივთები და ფული კი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე