მაღაროელების დღეზე “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში 18 წარმატებული
მაღაროელი დააჯილდოვა. მათ შორის არიან: ბაგრატ ღუღუნიშვილი -შუქრუთის მაღაროდან; კობა ღვალაძე – კორონხალის მაღაროდან; ირაკლი გოგაძე – ვაკე-ტყე 1 მიწისქვეშა უბნის ამფეთქებელი; გიორგი სამყურაშვილი – უბნის მბურღავი; მევლუდ ხითარიშვილი – ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსი.
სამახსოვრო ჯილდო გადაეცა აბრამიშვილების ოჯახს. შუქრუთის გამორჩეული გვირაბგამყვანი ზაზა აბრამიშვილი გასულ წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
ჯილდოს მფლობელი გახდა მარგარიტა ტყემალაძე, ქალბატონი, რომელიც წერეთლის სახელობის სახალხო საბაგირო გზას წლებია მართავს.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ღვაწლმოსილი თანამშრომელი, 88 წლის პეტრე ტეფნაძეც დააჯილდოვა; ასევე – მიწისქვეშა მტვირთავის ახალგაზრდა მემანქანე, ჯაბა გოგალაძე; ძმები, კახა და მუხრან ბიწაძეები; მაღაროს გეოლოგი – მაქსიმ მახათაძე, თამაზ კაციტაძე; 80 წლის შუქრი გრიგალაშვილი, კახა მოდებაძე; სულხან გურული, ელგუჯა ფრიდონაშვილი და თამაზ ცუცქირიძე.
მაღაროელების დღე 1-ლ ოქტომბერს მოეწყო. აქტივობები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში მაღაროელთა შვილებისათვის მიმდინარეობდა.
ფოტო: “ჯორჯიან მანგანეზი”