ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ადრეული
გამოვლენის მუნიციპალური პროგრამის განხორციელება იწყება.
პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენცია. მუნიციპალური პროგრამა 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებზე ვრცელდება.
ზესტაფონი ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება რეგიონში ამ თვალსაზრისით, სადაც კიბოს სკრინინგის პილოტური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ხელს შეუწყობს კიბოს დაავადების ადრეულ გამოვლენას, მკურნალობის დროულად დაწყებას და გადარჩენის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას.
პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგებს. გასულ კვირას, ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრში პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის და მიმწოდებელი კლინიკისთვის ერთი ტრენინგი უკვე ჩატარდა.
მომსახურების პილოპტური პროგრამის მოცულობა ასეთია:
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ( 25 – 60 წლის ქალბატონებში) სკრინინგი 3 წელიწადში ერთხელ;
ძუძუს კიბოს სკრინინგი ( 40 – 70 წლის ასაკის ქალბატონებში) სკრინინგი 2 წელიწადში ერთხელ;
კოლორექტული კიბოს ( 50 – 70 წლის ასაკის ქალბატონებში და მამაკაცებში) სკრინინგი 2 წელიწადში ერთხელ.