თერჯოლაში, სოფელ ეწერში წარმოებულმა ჩაიმ 2019 წლის საუკეთესო
ქართული ჩაის ტიტული მოიპოვა. შპს “ანდიტრი” გამარჯვებული ქართული ჩაის ფესტივალზე გახდა. მეწარმე გრიგოლ ბიწაძე ამბობს, რომ მის მიერ დამზადებული შავი ჩაი უნიკალურ პირობებში იზრდება, არომატულია და გემოთით გამოირჩევა.
“ეს არის ბუნებაში, უნიკალურ პირობებში გაზრდილი ჩაი. 20-30 წელია პლანტაციები მიტოვებულია. აკაციის ხეებმა და სხვადახვა მცენარეებმა მას საუკეთესო გემო და სურნელი მისცა. მას გემოთი ანალოგი არ აქვს. ასევე არის ეკოლოგიურად სუფთა,”-ამბობს გრიგოლ ბიწაძე.
ქართული ჩაის ფესტივალში, რომელიც ოზურგეთში გაიმართა, 20-მდე ქართველი მეწარმე მონაწილეობდა. ფესტივალი მუნიციპალური პროექტის “ჩაის გზა” ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას როგორც სამრეწველო, ასევე ტურისტული მიმართულებით.