წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციად ქცეული სახალხო
დღესასწაული “შემოდგომის წყალტუბო 2019” გაიმართა. სახალხო ზეიმი წელს მეექვსედ და განსაკუთრებით მასშტაბურად ჩატარდა.
ტრადიციულად გამოავლინეს წყალტუბოს საპატიო მოქალქეები. ეს სტატუსი წყალტუბოს ღვაწლმოსილ მოქალაქეებს: ლალი ხაზარაძეს, ინგუშა აბესაძეს, ზამირ მაჩიტიძეს, იაკობ ქაჯაიას, გივი იოსელიანს, ზურაბ დევიძეს, დემურ მაღლაკელიძეს, ცნობილ კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლს სოზარ სუბარსა და პარამოფარიკავე,მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ევროპის სამგზის ჩემპიონს, ირმა ხეცურიანს გადაეცათ.