28 სექტემბერს, უხვი ნალექის გამო, ქუთაისში სამი საავადმყოფო დაიტბორა.
წყალი 3 სამედიცინო დაწესებულებაში: ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოში ,,ჯეო ჰოსპიტალი”, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრსა და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.
შეგახსენებთ, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური