აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს
სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
ფოტო: ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი