ქუთაისის მერია მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილების
შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. თვითმმართველობა ორი მეორადი ავტომობილის შეძენას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 000 ლარია.
ავტომობილის გამოშვების წელი უნდა იყოს არანაკლებ 2012 წელი (გარბენი არაუმეტეს 170 000კმ.) უნდა იყოს ვერცხლისფერი, რუხი, ნაცრისფერი ან შავი. გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური დათვალიერება. სასურველია ჰქონდეს ლუქი, პარკინგკონტროლი, უკანახედვის კამერა, სავარძლის გათბობა, სიგნალიზაცია.
სატენდერო წინადადებების მიღება 28 სექტემბერს იწყება და 30 სექტემბერს მთავრდება.