ზესტაფონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა,
2 და 4 წლის მცირეწლოვნები დაიღუპნენ.
როგორც ადგილზე მყოფები ამბობენ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, გარდაცვალების ფაქტი კი მეზობლებმა დღეს აღმოაჩინეს.
ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელ ფართში ბუნებრივმა აირმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა.
ოჯახი ზესტაფონში მრავალსართულიანი კორპუსში ცხოვრობდა.
ადილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.