ქუთაისში რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების სვლაგეზი დაგრძელდა.
ცვლილებები 4, 25, 15, 16 და 100 ნომერ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებს შეეხო. ტრანსპორტი ავტომშენებლის მეორე შესახვევამდე, “სპეციალურ სერვისებამდე” მივა.
“700 მეტრით დაგრძელდა სვლაგეზი. მოსახლეობას და “სპეციალურ სერვისებში” დასაქმებულ 500-მდე ადამიანს ფეხით სიარული უწევდა. ცვლილების საშუალება არ გვქონდა მანამ, სანამ ნებართვები იყო ძალაში. ახლა ნებართვებს გაუვიდა მოქმედების ვადა. გაფორმებულია დროებითი ხელშეკრულებები და მოგვეცა ამის საშუალება,”-განაცხადა მერიის სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა, ირაკლი ცხვედიანმა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე