პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში
საბაგიროს შეცვლილი გრაფიკით მუშაობას აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ გორის პარკის დირექტორმა გრაფიკი თვითნებურად შეცვალა და ამით პრობლემა ტურისტებსა და ადგილობრივებს შეუქმნა.
“რატომღაც გადაწყვიტეს, შეეცვალათ სამუშაო გრაფიკი. ისეთი ცვლილებები მოახდინეს, რომლებიც ცუდად მოქმედებს იქ მცხოვრებ ადამიანებსა და ტურისტებზე. ეს საბაგირო გორაზე მცხოვრები ადამიანებისათვის ჩვეულებრივი ტრანსპორტია. როგორც აცხადებენ, ეს შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებმა გამოიწვია. მივმართავ ხელისუფლებას, ჩაერიონ დროულად და გაარკვიონ სიტუაცია, ნუ შექმნიან დისკომფორტს,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
გორის პარკთან დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობა სამუშაო დღეებში, ხუთშაბათის გარდა, 17:00-დან 22:00 საათამდეა შესაძლებელი, შაბათ-კვირას კი 12:00-დან 22:00-მდე.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”