ქალაქ ტყიბულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგემება. მუნიციპალური
განვითარების ფონდმა საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 418 ათას 120 ლარია.
უნდა რეაბილიტირდეს წყალმომარაგების ქსელები, მაგისტრალები, სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები (საჭიროების შემთხვევაში), საფილტრი სადგური, გაუსნებოვნების სისტემები, რეზერვუარი, სადაწნეო კოშკი (საჭიროების შემთხვევაში). უნდა მოწესრიგდეს სახლის დაერთებები, კორპუსების შიდა გაყვანილობა, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
იგეგმება სგწკ-ს ქალაქ ტყიბულის სერვის ცენტრის ახალი შენობის აშენება.
საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად სატენდერო წინადადებების მიღება 7 სექტმებრს იწყება და 10 სექტმებერს მთავრდება.
ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგება ხორციელდება შაორის წყალსაცავიდან და რვა სათავე ნაგებობიდან, საიდანაც წყალი განცალკევებულად მიეწოდება ცალკეულ დასახლებულ უბნებს.