მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
ბაღდათის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს მთავრობის საქართველოს გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. ხიდის რეაბილიტაციის შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ მინიტრმა უკვე მოაწერა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ. ზედა დიმის ხიდს, რომელიც ქალაქ ბაღდთს ექვს სოფელთან აკავშირებს, 2020 წელს სრული რეაბილიტაცია ჩუტარდება.