ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები 16 აგვისტოს
დაიწყო და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. სულ გაზიფიცირდება 158 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 599 99.71 ლარი. საპროექტო მილის სიგრძე 22 751 მეტრია. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენერჯი ინვესტ 2009” ასრულებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება. საერთო ჯამში, გაზიფიცირდება 39 ოჯახი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 64 508.03 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 2 419 მ. სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია შპს რაც “მნათობი 2013”.
რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეს, აქაც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო გაზიფიცირება და სექტემბერში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებს 215 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 383 710.92 ლარი. საპროექტო მილის სიგრძეა 14 912 მ. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “მნათობი 2013” ასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ დ სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ.
2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება. 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ – ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპაში. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი.