ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტისათვის ავტოპარკი აშენდება. ქუთაისის

მერია ავტოპარკს სულხან-საბას გამზირზე ააშენებს. მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 60 ათასი ლარია განკუთვნილი. ტენდერი 8 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მირება 18 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა აშენდეს ადმინისტრაციული შენობა, სერვისცენტრი, ავტოსამრეცხაო, დამხმარე ნაგებობები, ავტოსადგომები, ღობე და დაცვის ჯიხურები.

80 ადგილი სავარაუდოდ ავტობუსებს დაეთმობა, 30-35 მსუბუქი მანქანების გარე პარკინგს,ელექტრო ავტობუსების სატნენი მოწყობილობა კი 10 იქნება.

შეგახსნებთ, ქალაქში მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის შესახებ ქალაქის მერმა ივლისში, მერის მრჩეველთა საბჭოს წინაშე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლიდან ქუთაისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. მერია მათ “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” დაფინანსებით შეიძენს.


ავტოპარკის ესკიზი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *