ზესტაფონში, სოფელ ბოსლევში, საავტომობილო გზაზე მეწყერი
ჩამოწვა. 18 ივლისს მოსული უხვი ნალექის გამო 60-მდე ოჯახი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის გარეშე იყო დარჩენილი.
ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ მძიმე ტექნიკის საშუალებით გუშინვე მოხდა გზის სავალი ნაწილის აღდგენა.
მძიმე ტექნიკა სოფელში ამ დრომდე მუშაობს.