ტყიბულში “ზაფხულის ღამის კინოჩვენებების ფესტივალი” მოეწყობა.
17 ივლისიდან 17 აგვისტომდე, შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ კინემატოგრაფიის მსოფლიო კლასიკას ღია ცის ქვეშ ნახვა იქნება შესაძლებელი.
კინოჩვენებები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება .
პროექტის ორგანიზატორია “ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება”.