კაფე “სავანესა” და ქუთაისის მერიის დავასთან დაკავშირებთ ქუთაისის

სააპელაციო სასამრთლოში პროცესი დღეს ისევ გაიმართა.

წინა პროცესს, როგორც “სავანეს” მეპატრონეები ისე, მერიის წარმომადგენელიც ესწრებოდა. კაფეს წარმომადგენლებმა მაშინ მოსამართლეს მტკიცებულებები გააცნეს. მათ მთავარ მტკიცებულებად, რომ “სავანეს” ადგილზე წლების წინაც შენობა იყო განთავსებული, 1972 წლით დათარიღებული დოკუმენტის ასლი წარადგინეს.

შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.

კაფე “სავანეს” მეპატრონეების ბრალდებებს, ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ უპასუხა. როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.

პროცესი დღეს 10:15 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *