ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია
მედიის 31 წარმომადგენელი, რომლებმაც 21 ივნისს აქციის დარბევის დროს დაზიანება მიიღო. მათ შორის არიან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, “ტვ პირველის”, საინფორმაციო სააგენტო “ონ.ჯი”-სა და “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტები.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაანონსებულ აქციას ქუთაისში შეუერთდებიან. მედიის წარმომადგენლები გუშინ განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტებენ. აქცია მესხიშვილის თეატრის წინ, 15:00 საათზე გაიმართება.
აქციის დაშლის დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია.
დაშავებული ჟურნალისტების ვინაობა
ფოტო: ინტერნეტ სივრცე