ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტის
პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება. კონცერტი ქუთათელ – გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო გაუქმდა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია ჩატარდება.
ინდუსტრიული ჯგუფი “აიგრუპი” ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.
ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე დღეს, 20 ივნისს, გამთენიისას გარდაიცვალა. 10 დღის წინ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეუფე კალისტრატეს ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.